სოფელ მირონწმინდის წმ.ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა

17/06/2017

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში,სოფელ მირონწმინდაში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია დგას. ტაძარი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა,არ ჰქონდა სახურავი,ჩამოშლილი იყო საპირე წყობა და რაც დრო გადიოდა ეკლესიის მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა.

2016 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდთან ერთად ,სოფელ მირონწმინდის წმ.ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა,რის შედეგადაც მოიხსნა და შემდეგ აღდგა კამარისა და კონქის ავარიული ნაწილები, მთლიანად აღდგა შიდა და გარე საპირე წყობა, შირიმის სუფთა თლილი ქვით გადაეწყო და მოეწყო პილიასტრები, კამარის საბჯენი თარები და კონქი, მოეწყო სახურავი გლუვი ფურცლებით ლორფინის იმიტაციით, ინტერიერში მოეწყო კირქვის იატაკი, დამზადდა და დამონტაჟდა ხის კარ-ფანჯარა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0