სოფელ მოხეს მიმართულებით 12 კილომეტრიანი გზის მშენებლობა მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

აქტიურად მიმდინარეობს დაბა ადიგენიდან სოფელ მოხეს მიმართულებით 12 კილომეტრიანი გზის მშენებლობა.
პროექტის ფარგლებში იგება ასფალტის საფარი, ეწყობა გაბიონები, მილხიდები და უსაფრთხოების ბარიერები. ამასთან ერთად დასახლებულ პუნქტებში თანამედროვე სტანდარტების მოსაცდელები შენდება.
მიმდინარე სამუშაოები ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ და გამგებლის მოადგილემ მინდია ჯელიამ ადგილზე მოინახულეს.

შეგახსენებთ, რომ პროექტი 2015 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება.
დასრულებული პროექტი კი საგრძნობლად გაამარტივებს გადაადგილებას და შეამცირებს მგზავრობის დროს, რომლითაც ასეულობით ადგილობრივი მოქალაქე ისარგებლებს.

Visited 172 times, 1 visit(s) today