სოფელ მოხეში წმინდა ანდრია პრველწოდებულის სახელობის დედათა მონასტერი გაიხსნა

12/11/2017

დღეს, სოფელ მოხეში წმინდა ანდრია პრველწოდებულის სახელობის დედათა მონასტერი გაიხსნა.
ტაძარის მშენებლობას საფუძველი სამი წლის წინ ჩაეყარა, ხოლო დღეს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ სინოდის სხვა წევრებთან ერთად ტაძარი აკურთხა და პირველი წირვა-ლოცვა აღავლინა.
საზეიმო ლიტურგიის შემდეგ კონცერტი გაიმართა სადაც საქართველოს ხალხური სიმღერებისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი ,,ერისიონი“, ანსამბლი ,,ალეგრო“, ანსამბლი ,,მეტეხი“ და ადიგენის კლტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ზარზმა“ მონაწილეობდნენ.
მონასტრის გახსნა მრევლს მიტროპლიტმა მეუფე თეოდორემ, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ მიულოცეს.ღონისძიება ადგილობრივ მოსხლეობასთან ერთად სხვა ხელმძღვანელი და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.
ამიერიდან სოფელ მოხეს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძარში წირვა-ლოცვას ზარზმინ მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ნიკოლოზ (გეწაძე) აღავლენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0