სოფელ მსხალდიდში შიდა საუბნო გზების ასფალტბეტონით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

02/07/2023

დავით ნოზაძე, დიმიტრი ზურაბიშვილთან ერთად, მსხალდიდში შიდა საუბნო გზების ასფალტბეტონით მოწყობის სამუშაოებს გაეცნო. მცხეთის მუნიციპალიტეტის ლისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მსხალდიდში შიდა საუბნო გზების ასფალტბეტონით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, გარკვეულ მონაკვეთზე, დაგეგმილია სანიაღვრე არხის გაკეთებაც. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 600 000 ლარამდეა. პროექტს შპს “კოხტისძირი 2010“ ასრულებს.
სოფელ მსხალდიდში იმყოფებოდნენ რეგიონისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები. მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, დიმიტრი ზურაბიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პროექტის მიმდინარეობას დეტალურად გაეცნო და აღნიშნა, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები მხარის ოთხივე მუნიციპალიტეტში მომავალშიც ინტენსიურად განხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ლისის ადმინისტრაციულ ერთეულში, გარდა მსხალდიდისა, ასფალტბეტონის საფარი იგება წოდორეთში, ხოლო შიდა საუბნო გზების სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულდა ნაფეტვრები 2-ში.
ასევე, გზის გარკვეული მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებისათვის, ქვედა მუხათწყაროს მოსახლეობის თხოვნით, პროექტირება დასრულებულია. აგრეთვე, მზად არის პროექტი სოფელ ლისის ერთი უბნის გზის რეაბილიტაციისათვის, ხოლო მეორე უბნის გზის პროექტირება კვლავ გრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0