სოფელ მცხეთიჯვრიდან წაღვლამდე გზის მშენებლობის სამუშაოები გაგრძელდა

19/05/2020

კორონავირუსის პრევენციის მიზნით შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები, ხაშურის მუნიციპალიტეტში სტანდარტების სრული დაცვით განახლდა. გაგრძელდა სოფელ მცხეთიჯვრიდან წაღვლამდე გზის მშენებლობის სამუშაოები. ინფრასტრუქტურული პროცესები ადგილზე დაათვალიერეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა და მერიის ეკონომიკის სამსახურის, ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელმა გიორგი პაპიაშვილმა. მათი განმარტებით, პროექტი ორწლიანია, თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 2 947 999 ლარს შეადგენს. სოფელ მცხეთიჯვრიდან წაღვლამდე გზის მოასფალტების პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლების მცხოვრებლებს საყოფაცხოვრებო პირობები გაუუმჯობესდებათ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0