სოფელ ნაგომარში 3 კილომეტრი სიგრძის ადგილობრივი მნიშვნელობის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

14/10/2017

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში 3 კილომეტრი სიგრძის ადგილობრივი მნიშვნელობის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამუშაოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, ბადრი გობრონიძემ დაათვალიერა.
გზის მშენებლობის პირველი ეტაპი 2016 წელს განხორციელდა. დაიგო 940 მ. სიგრძის ასფალტ-ბეტონის საფარი.
მიმდინარეობს მე-2, დამამთავრებელი ეტაპი. იგება გზის 2 კმ. და 60 მეტრის სიგრძის საგზაო მონაკვეთი.
პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 990 000 ლარს.
სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს ი/მ „დავით სიჭინავა.“

Tweet about this on TwitterShare on Facebook0