სოფელ ნალეფსაოში, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინერეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნალეფსაოში, საავტომობილო გზის ასფალტობეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები გრძელდება. პროექტის ფარგლებში დაიგება 1 600 მეტრი ასფალტობეტონის საფარი. პროექტი ასევე ითვალისწინებს კიუვეტების და წყალგამტარი მილების მოწყობას, ასევე ეკლესიის წინ ბორდიურების მოწყობას. პროექტის ღირებულება 419 720 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „სექუოია“ ასრულებს. მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ხურცილავამ დაათვალიერა. ნალეფსაოში საავტომობილო გზის ასფალტობეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

Visited 109 times, 1 visit(s) today