სოფელ ნარაზენში, სკალანდიოს უბანში საავტომობილო გზის მშენებლობის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში, სკალანდიოს უბანში საავტომობილო გზის მშენებლობის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. გზასთან ერთად ეწყობა სანიაღვრე სისტემაც, პროექტის ფარგლებში მოხდება არსებული ხიდის რეაბილიტაიაც. გზის არსებული მონაკვეთზე ასფალტირებული გზა აქამდე არ ყოფილა, მოსახლეობას კი გადაადგილება განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში ურთულდებოდა. გზის სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია მოადგილეებთან ერთად გაეცნო. გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ საკალანდიოს უბანში მცხოვრები ასამდე ოჯახი თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.სოფელ ნარაზენში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ზუგდიდი-ნარაზენის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზას, ახალი 10 კილომეტრიანი გზა აშენდა ყულიშკარი-ჭაქვინჯი-ნარაზენის მიმართულებით, ახალი გზა აკავშირებს ნარაზენს და შამეადელასაც, ახალი გზები დაიგო ხეცერას, საბეჭვაიოს და საგრიგოლაიოს მიმართულებებითაც.

Visited 57 times, 1 visit(s) today