ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდაში საცხენოსნო შეჯიბრი გაიმართა. ღონისძიებას მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე შვილებთან და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.
დოღში მონაწილეობა 25 მსურველმა მიიღო. გამარჯვებულები 1-კილომეტრიან დისტანციაზე გახდნენ:
1-ლი ადგილი-ასლან კობახიძე
მე-2 ადგილი-მამუკა ცაგურიშვილი
მე-3ადგილი-დავით ცაგურიშვილი
3-კილომეტრიან დისტანიაზე 1-ლი ადგილი დაიკავა გიორგი ფოფხაძემ.
მე-2 ადგილი-გიორგი მეტრევლი
მე- 3 ადგილი-თენგიზ ვარდოსანიძე.
სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს ჯილდოები და ფულადი პრიზები ამბროლაურის მუნიციპალიტეტისგან და შეჯიბრის ფინანსური მხარდამჭერებისგან გადაეცათ. საპრიზო ადგილებზე გასულებს, მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს უფროსმა -გიორგი მაქარაშვილმა დეპუტატის სახელით, ფულადი პრიზები გადასცა. დოღი ბატონი თენგიზ გოგორელიანის ინიციატივით, სამხარეო ადმინისტრაციისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.