სოფელ ნუკრიანში ახალი ხიდი აშენდება

31/01/2017

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლები სიღნაღის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ადგილობრივ თვითმმართველობას ჩალაუბანი-სიღნაღი-ანაგის საავტომობილკო გზის მე-6 კილომეტრზე (სოფელ ნუკრიანში) არსებული ახალი სახიდე გადასასვლელის პროექტი წარუდგინა და საჯარო განხილვა გაიმართა.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენელმა, მყარი ნარჩენების მართვაზე, გარემოსდაცვით საკითხებსა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე ისაუბრა.
საავტომობილო ხიდის მშენელობა 2017 წელს დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0