სოფელ პატარა თონეთში სასმელი წყლის 5 ტონიანი რეზერვუარი და საუბნო ონკანები მოეწყობა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ერეკლე კუხიანიძე სოფელ პატარა თონეთში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, მოისმინა ინფორმაცია დასახლებაში არსებული საჭიროებების შესახებ და მოსახლეობასთან ერთად იმსჯელა პრობლემების მოგვარების გზებზე.
გამგებელმა დაათვალიერა აღნიშნულ დასახლებაში მისასვლელი და შიდა საუბნო გზების მოხრეშვითი სამუშაოები, ამასთანავე მოსახლეობას გააცნო ინფორმაცია წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი სამუშაოების შესახებ, რომლის მიხედვით სოფელ პატარა თონეთში მოეწყობა სასმელი წყლის 5 ტონიანი რეზერვუარი და საუბნო ონკანები, შედეგად უზრუნველყოფილი იქნება სოფლის გარკვეული ნაწილი, რომელსაც დღემდე არ მიეწოდება სასმელი წყალი.
ერეკლე კუხიანიძემ მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია გამგებლის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შერჩევის ახალი წესის შესახებ, რომლის მიხედვით საბჭოს წევრობის კანდიდატს თითოეული დასახლებიდან არჩევნების წესით მოსახლეობა თვითონ ირჩევს და წარუდგენს გამგებელს.

Visited 185 times, 1 visit(s) today