სოფელ როდინაულისა და ობჩის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იმერეთის რეგიონში სოფელ როდინაულისა და ობჩის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი შენგელია და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე გაეცნენ. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 3 მილიონ ლარზე მეტია.
რეაბილიტაციის ფარგლებში, გათვალისწინებულია, სოფელ როდინაულის და სოფელ ობჩის დამაკავშირებელ 5 კილომეტრიან მონაკვეთზე ცემენტო-ბეტონის გზის დაგება, სამი მოსაცდელის მოწყობა, მიერთებების და ხელოვნური ნაგებობების გაკეთება, ასევე დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და აშენდება საყრდენი კედელი. რეაბილიტაციის დაწყებამდე, არსებული გზის საფარი დაზიანებული იყო, რის გამოც, მოძრაობა ფერხდებოდა. მიმდინარე სამუშაოები 2020 წლის ზაფხულში დასრულდება.

Visited 85 times, 1 visit(s) today