სოფელ რუხში ფეხბურთის აკადემია აშენდება

13/05/2019

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში ფეხბურთის აკადემია აშენდება, ინფორმაცია ახალგაზრდა ფეხბურთელებს და რუხელებს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, დეპუტატებთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კობა ქანთარიასთან ერთად გააცნო. 6.5 ჰექტარ ფართობზე, ბუნებრივსაფარიანი და ხელოვნურსაფარიანი მოედანი განთავსდება. დამონტაჟდება თანამედროვე განათების სისტემა და ტრიბუნები. აშენდება სპორტსმენთა საცხოვრებელი კორპუსი და გასახდელები. ტერიტორიაზე, სადაც 2020 წელს სოფელ რუხის ფეხბურთის აკადემია იქნება, სიმბოლურად, სპეციალური კაფსულა ჩაეშვა. პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივითა და სრული მხარდაჭერით ხორციელდება. დღესვე, რუხში, ეროვნული კატეგორიის С ლიცენზიის მქონე 36 მწვრთნელს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა შესაბამისი ლიცენზიები გადასცა. ღონისძიებაში თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული თბილისის „დინამოს“ ვეტერანი ფეხბურთელები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგნელები მონაწილეობდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0