სოფელ საზანოში საჭიდაო დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს

25/12/2017

მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ მახათაძემ სოფელ საზანოში, საჭიდაო დარბაზის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა. საჭიდაო კომპლექსის მშენებლობა მუნიციპალიტეტის დაკვეთით რამდენიმე თვის წინ დაიწყო სოფელში. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 157 207 ლარია. ახალი დარბაზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, აღსაზრდელებს შესაძლებლობა ექნებათ, როგორც თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ასევე ძიუდოში ივარჯიშონ. როგორც კახაბერ მახათაძემ აღნიშნა, საჭიდაო დარბაზის მშენებლობა დიდ როლს ითამაშებს ახალგაზრდების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაში. მშენებლობის პროცესს მუნიციპალიტეტის მერი სოფლის მაჟორიტარ დეპუტატთან, ბუბა ნასრაძესთან ერთად გაეცნო. ვალდებულების მიხედვით, მშენებელმა ორგანიზაციამ სამუშაოები იანვრის ბოლოს უნდა დაასრულოს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0