სოფელ საიმერლოში საბავშო ბაღი გაიხსნა

15/10/2019

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში, 120 აღსაზრდელზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშო ბაღი აშენდა. სააღმზრდელო დაწესებულების გახსნის ღონისძიებას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, ზაურ დარგალი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 600 000 ლარით დაფინანსდა, რომლის ფარგლებში, საბავშო ბაღში სრულად მოეწყო ჯგუფები, სპორტული და კულტურული ღონისძიებების დარბაზი და გარე პერიმეტრი. ახლადაშენებული შენობა ადაპტირდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0