სოფელ საირხეში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

31/07/2017

საირხის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საირხეში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
დღეს, სამუშაო პროცესი საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მალხაზ ბაზაძემ არქიტექტურის სამსახურის უფროსთან ბენიამენ ფალავანდიშვილთან ერთად მოინახულა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ასევე სოფელ სხვიტორისა და საჩხერის აკაკი წერეთლის სახელობის საბავშვო ბაღებში.
სამივე ბაღის რეაბილიტაციას ინდმეწარმე სტანგერი ხომასურიძე 139 999 ლარად ასრულებს, თანხა რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0