სოფელ სამებაში კოჩაძეებისა და სვანიძეების სახლთან მეწყერი ჩამოწვა

07/09/2017

უამინდობასთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილი სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით ხელვაჩაურში მეწყრული პროცესები რამდენიმე სოფელში განვითარდა. სოფელ სამებაში კოჩაძეებისა და სვანიძეების სახლთან ჩამოწვა მეწყერი, რის გამოც შეფერხებული იყო საავტომობილო მოძრაობა. გზაზე მოძრაობა 1 საათში აღდგა.
დღეს სოფელ ზედა ჯოჭოში შოთა დოლოძის სახლთან ჩამოწვა მეწყერი უახლოეს მომავალში ტერიტორია გაიწმინდება ტექნიკით. ასევე სოფელ წინსვლაში და ბაშკო–ეკალაურიშიც ჩამოიშალა მიწის მასა.
ორთაბათმში სულხან პაქსაძის ოჯახში საცხოვრებელ სახლთან გავითარდა მეწყერი, სახლზე შეინიშნებოდა ბზარებიც. უსაფრთხოების მიზნით ოჯახი ალტერნატიულ ფართშია გაყვანილი. დოლიძეების სახლში არსებულ ვითარებას გეოლოგები შეისწავლიან.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილი საგანგებო შტაბი 24 – საათიან რეჟიმში მუშაობს. საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით : 25 93 17; 599 85 15 75; 591 983261; 577 472647;
ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის 37-ვე წარმომადგენელი საგანგებო ვითარებაში მუშაობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0