სოფელ სასხორში სოკოს საწარმო გაიხსნა

01/12/2016

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სასხორში, სოფლის მეურნეობის განვითარების ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) დაფინანსებითა და „სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერით სოკოს ახალი საწარმო გაიხსნა. 6 ადამიანისგან შექმნილი კოოპერატივი „ნიჩბურა“აღჭურვილია შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და ტექნიკით. სოკოს ბრიკეტიდან მოყვანის ტექნოლოგია მიახლოებულია ბუნებრივ პირობებთან და პროდუქტის მოკრეფა, შეფუთვა, შენახვის წესები საერთაშორისო სტანდარტის დაცვით ხორციელდება. კოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარის გიორგი ლომაურის თქმით, ე.წ. კალმახა სოკოს სარეალიზაციო არეალი ადგილობრივი ბაზარია და საწარმოსთვის მოზიდულმა ინვესტიციამ 48 000 ევრო შეადგინა. პრეზენტაციას, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე, მოადგილე გურამ ამირიძე, სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს დირექტორი როსტომ გაბისონია, ააიპ “მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს“ აღმასრულებელი დირექტორი შალვა გივიშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ აბესაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჯემალ სოლოღაშვილი, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0