სოფელ საძელის მიმართულებით გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

21/07/2016

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გრძელდება. ამ დროისთვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს სოფელ საძელის მიმართულებით გზის 1 400 მეტრიან მონაკვეთზე, სადაც ასფალტის საფარის ორი ფენა იგება და სანიაღვრე სისტემა ეწყობა.

სოფელ საძელის გზას რეაბილიტაცია წლების განმავლობაში არ ჩატარებია, მოსახლეობას ქალაქთან დაკავშირება მწყობრიდან გამოსული გრუნტის გზით უწევდა, რაც მათ გადაადგილებას არაკომფორტულს ხდიდა. პროექტის დასრულების შემდეგ კი მიმდებარე ხუთი სოფლის მაცხოვრებლები ქალაქ ახალციხეს რეაბილიტირებული გზით დაუკავშირდებიან.

მიმდინარე სამუშაოებს მხარის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე ადგილზე გაეცნენ. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ათასი ლარით ფინანსდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0