სოფელ საჭამიასერთან დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი ჩაინგრა

26/11/2017

25 ნოემბერს, ღამით, სოფელ საჭამიასერთან დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი ჩაინგრა, რომელიც გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში იყო აშენებული.
ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად. მიმდინარეობს დროებითი სახიდე გადასასვლელის მოწყობა, პარალელურად დაიწყება საპროექტო სამუშაოები ახალი ხიდის ასაშენებლად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0