სოფელ სვირში საბავშვო ბაღი შენდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორი კახა სამხარაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე და საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე სოფელ სვირში საბავშვო ბაღის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ. პროექტის ფარგლებში შენობის სრული რეაბილიტაცია ხდება. მასში საბავშვო ბაღი, ბიბლიოთეკა და ახალგაზრდული ცენტრი განთავსდება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 137 498 ლარით ფინანსდება. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სამი სოფლის სვირის, ბოგისა და ტატანისის 50-მდე აღსაზრდელებს მოემსახურება. აღსანიშნავია, რომ სოფელში ათეული წლებია საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებდა. სულ მალე კი პატარებს საშუალება ექნებათ თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილ საბავშვო ბაღში ისწავლონ და სკოლაში მისვლამდე საჭირო უნარ-ჩვევებს დაეუფლონ.

Visited 224 times, 1 visit(s) today