სოფელ სილაურში განხორციელდება საყანე ფართობების შეღობვა, წყლის მილების შეძენა და გარე განათების მოწყობა

ადგილობრივების გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, სოფელ სილაურში განხორციელდება საყანე ფართობების შეღობვა, წყლის მილების შეძენა და გარე განათების მოწყობა.
ოზურგეთში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე სოფელ სილაურის მოსახლეობას შეხვდნენ. მათ ადგილობრივებს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
დასაფინანსებელი პროექტები რეგიონის სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩევა.

Visited 155 times, 1 visit(s) today