სოფელ სკრის საჯარო სკოლის მთელი შენობის რეაბილიტაცია განხორციელდა

20/09/2017

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ რეაბილიტირებულ სკოლებს შორისაა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საჯარო სკოლა, სადაც მთელი შენობის რეაბილიტაცია განხორციელდა.
გარემონტდა ყველა საკლასო ოთახი და დერეფნები, გამოიცვალა კომუნიკაციები, ახალი ავეჯით აღიჭურვა კლასები, ექიმის კაბინეტი, საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, მოწესრიგდა სპორტული დარბაზი.
შენობა სრულად ადაპტირდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შედეგად სკოლაში გაიზარდა მოსწავლეთა კონტიგენტი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0