სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ, გამგებლის მოადგილე თენგიზ ლომიასთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში, საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
სოფელ სკურიიდან ადმინისტრაციულ ცენტრამდე, 800 მ-იან მონაკვეთზე, ახალი ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, რეაბილიტირებული გზით 2500-ზე მეტი ადგილობრივი ისარგებლებს.
პროექტს, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რეგიონალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სამუშაოებს, რომლის ღირებულება შეადგენს 185 045 ლარს, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,არქეოპოლისი’’ აწარმოებს. დასაქმებულია 20 ადგილობრივი მცხოვრები.