სოფელ სკურიიდან ადმინისტრაციულ ცენტრამდე ახალი ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

17/06/2017

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ, გამგებლის მოადგილე თენგიზ ლომიასთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში, საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
სოფელ სკურიიდან ადმინისტრაციულ ცენტრამდე, 800 მ-იან მონაკვეთზე, ახალი ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, რეაბილიტირებული გზით 2500-ზე მეტი ადგილობრივი ისარგებლებს.
პროექტს, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რეგიონალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სამუშაოებს, რომლის ღირებულება შეადგენს 185 045 ლარს, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,არქეოპოლისი’’ აწარმოებს. დასაქმებულია 20 ადგილობრივი მცხოვრები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0