სოფელ სტალინის უბნის მოსახლოებასთან შეხვედრა გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე და საქართველოს პარლამენტში ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ნაკაიძე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ სტალინის უბნის მოსახლეობას შეხვდნენ. მერიის წარმომადგენლები მოსახლეობის პრობლემებს გაეცნენ და მათი მოთხოვნები მოისმინეს. შეხვედრაზე სამომავლო პროექტების დაგეგმვა-განხორციელებასა და პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები სოფლის მოსახლეობას დასმული პრობლემების შესწავლასა და შესაძლებლობების ფარგლებში მოგვარებას დაჰპირდნენ.

Visited 205 times, 1 visit(s) today