სოფელ ტაძრისში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია დაიწყო

30/08/2017

სოფელ ტაძრისში დაიწყო საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოები. ბაღში შეიცვლება წყალსადენისა და კანალიზაციის ქსელი, ჩატარდება ელ-გაყვანილობის სამუშაოები, შენობა გადაიხურება, მოეწყობა ძველი კარ-ფანჯარა, შეიღებება კედლები და ჭერი, დაიგება ლამინატისა და კერამიკული ფილების იატაკი. აღსანიშნავია, რომ პარალელურად სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის 4 საბავშვო ბაღში.
ქალაქ ბორჯომის №1 და დაბა წაღვერის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში შენობების სრული რეაბილიტაცია განხორციელდება, ბორჯომის №3 და №4 საბავშვო ბაღებში კი ეზოების კეთილმოწყობა მოხდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0