სოფელ ტეზერში ამბულატორია ეწყობა

26/06/2019

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზერში ამბულატორია ეწყობა. მიმდინარე პროცესებს ადგილზე აკვირდებოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი გიორგი პაპიაშვილი. აღნიშნული პროექტი 45 595 ლარით ფინანსდება. პროექტის განხორციელების შემდეგ ადგილობრივი მაცხოვრებლები პირველად სამედიცინო მომსახურებას მიიღებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0