სოფელ ტეზერში, ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზერში ახალი სასწავლო წლის დაწყება ახალი საბავშვო ბაღის გახსნით აღინიშნა.
სააღმზრდელო დაწესებულება ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილმა და საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა თათია ბროლიძემ გახსნეს. მუნიციპალიტეტის მერმა აღსაზრდელებს, მათს მშობლებს და აღმზრდელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა, წარმატებები უსურვა და შემდგომ საქმიანობაში მუნიციპალიტეტის მხრიდან სრული მხარდაჭერა აღუთქვა.სოფელ ტეზერში სტანდარტული საბავშვო ბაღი წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა. ამჯერად, ახლადგახსნილი სააღმზრდელო დაწესებულება ყველა თანამედროვე სტანდარტს პასუხობს. ბაღში 40 აღსაზრდელია. აქ დასაქმებულია 10 თანამშრომელი. ტეზრის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ღირებულებამ 95 998 ლარი შეადგინა.

Visited 92 times, 1 visit(s) today