სოფელ უდეში ევროსტანდარტების შესაფერისი საზოგადოებრივი საპირფარეშოს მშენებლობა დასრულდა

16/09/2017

დასრულდა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში საზოგადოებრივი საპირფარეშოს მშენებლობა,საპირფარეშო ევრო სტანდარტების გათვალისწინებით არის აშენებული, შიდა მოხმაებისთვის მოპირკეთებულია თანამედროვედ და აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით ასევე მოეწყო უმღლესი ხარისხის საკანალიზაციო სისტემა და თანამედროვეთ მოპირკეთდა გარე ფასადი.
მშენებლობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 39000 ლარი გამოიყო.
დასრულებული სამუშაოები ადიგენის მუნიციალიტეტის გამგეელმა ზაქარია ენდელაძემ ადგილზე მოინახულა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0