სოფელ უდეში სასმელი წყლის რეზერვუარი შენდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სასმელი წყლის 1000 ტონიანი რეზერვუარი შენდება ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში. რეზერვუარი რკინა-ბეტონის კონსტრუქციის იქნება და სოფელში უკვე არსებულ წყალსადენ ქსელს მიუერთდება. პროექტის დასრულების შემდეგ სოფელ უდეში მცხოვრები 1400 ოჯახი (3603 მაცხოვრებელი) სუფთა სასმელი წყლის გაზრდილი დებეტით ისარგებლებს. რეზერვუარის მშენებლობა ნოემბრის ბოლოს დასრულდება, რისთვისაც ცენტრალური ბიუჯეტიდან 199 706 ლარია გამოყოფილი. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას მხარის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე ადგილზე გაეცნენ.

Visited 483 times, 1 visit(s) today