სოფელ უდის შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

16/07/2021

სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელი მარინა გაჩეჩილაძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარე პროცესს ადგილზე გაეცნენ. აქტიურად მიმდინარეობს სოფლების საირმე – ჭელას დამაკავშირებელი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები, პროექტის ფარგლებში მოეწყობა რკინა-ბეტონის ბურჯები და მონოლითური რკინა-ბეტონის ნაპირსამაგრი კედლები. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 787 900 ლარს შეადგენს. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს სოფელ უტყისუბანში მინი ფეხბურთის მოედნის მშენებლობა, პროექტის ფარგლებში მოეწყობა რკინა-ბეტონის კონსტრუქცია, დაიგება ხელოვნური საფარი, მოეწყობა ლედ-განათება და დამონტაჟდება კალათბურთის ფარი. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 99 295 ლარია. აქტიურად მიმდინარეობს სოფელ უდის შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები, პროექტის ფარგლებში მოეწყობა ცემენტ-ბეტონის საფარი სანიაღვრე არხებით, ცხაურებით, ეზოში შესასვლელებით, გაბიონებითა და გვერდულებით. სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 1კმ და 358 მ შეადგენს. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ჯამური ღირებულება 849 999 ლარია. ასევე, მიმდინარეობს სოფელ ჩორჩანის საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებში მოეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი სანიაღვრე არხებით, ცხაურებით, ეზოში შესასვლელებით, გვერდულებითა და გაბიონებით. პროექტი მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 340 580 ლარს შეადგენს. მიმდინარეობს ბათუმი-ახალციხის გზიდან მლაშე-მოხეს დამაკავშირებელი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებში მოეწყობა რკინა-ბეტონის საყრდენი და სარეგულაციო კედლები, სავალი ნაწილი მოაჯირებით. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 571 110 ლარს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0