სოფელ ფიროსმანში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა

18/09/2017

სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ფიროსმანის საბავშვო ბაგა-ბაღმა ახალ შენობაში დაიწყო. სკოლამდელი დაწესებულება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ნუგზარ პაპიაშვილმა სკოლამდელი და სკოლის გარეშე სააღმზრდელო ცენტრის ხელმძღვანელთან, მაია ყოჩიაშვილთან ერთად დღეს გახსნა. ნუგზარ პაპიაშვილმა პატარებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და თანამედროვე სტანდარტების ბაღი ადგილობრივ პერსონალთან ერთად დაათვალიერა. ფიროსმანის ბაგა-ბაღისთვის ახალი შენობის სრული რეაბილიტაცია 2013 წელს დაიწყო და წელს დასრულდა. საბავშვო დაწესებულების სხვა შენობაში გადასვლა სოფელში ბავშვების რაოდენობის ზრდამ განაპირობა. აღსანიშნავია, რომ ფიროსმანში ბაგა-ბაღი 20 წლის განმავლობაში არ ფუქციონირებდა . ის მხოლოდ 2013 წელს გაიხსნა და 23 აღსაზრდელზე იყო გათვლილი. დაწესებულებაში წელს 43 პატარა ირიცხება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0