სოფელ ფლევში ახალი სკოლა შენდება

19/10/2017

სოფელ ფლევში ახალი სკოლა შენდება, რომლის ღირებულება 2 797 635.00 (ორი მილიონ შვიდაოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ექსვსასოცდათხუთმეტი) ლარს შეადგენს.
ქალაქ ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტს დაქვემდენარებული სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევის საჯარო სკოლა მიმდინარე ეტაპზე ხაშურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერის შედეგად, განთავსებულია სოფელ ფლევის ე.წ საკრებულოს შენობაში.
2017 წლის 28 სექტემბერს , სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და შპს “კაპიტოლ კონსტრაქშენს” შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, სოფელ ფლევში აშენდება ახალი სასწავლო კომპლექსი.
სამშენებლო სამუშაოების ღირებულებაა 2 797 635.00 (ორი მილიონ შვიდაოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ექსვსასოცდათხუთმეტი) ლარი.
ხელშეკრულების მიხედვით სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადა 2018 წლის 22 სექტემბერია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0