სოფელ ქვედა საქარაში საუბნო გზების მოწყობა დაიწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქვედა საქარის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რეაბილიტაცია დაზიანებული საგზაო საფარის ბეტონის მასით მოწყობას ითვალისწინებს. პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მოსახლეობის ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება. ბიუჯეტის დაფინანსებით სოფლებისთვის განსაზღვრული სასაქონლო ბეტონის მოწყობა ადგილობრივები მოსახლეობის ძალებით ხორციელდება. ქვედა საქარის ადმინისტრაციულ ერთეულში შვიდი საუბნო გზის მოწესრიგება იგეგმება, რისთვისაც 200 კბმ – მდე სასაქონლო ბეტონია განსაზღვრული. მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით საუბნო გზების ბეტონის საფარით მოწყობა ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდება.

Visited 194 times, 1 visit(s) today