სოფელ ქვედა ჩხოროწყუში საბავშვო ბაღი შენდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ და გამგებლის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა სოფელ ქვედა ჩხოროწყუში მშენებარე საბავშვო ბაღი დაათვალიერეს.
ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. პროექტის ღირებულება 222 702 ლარს შეადგენს. აქედან 200 165 ლარი რეგ.განვითარების ფონდიდან, ხოლო, 22537 ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს. ,,გეეთი“. მშენებლობაზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.
აქამდე სოფელ ქვედაჩხოროწყუს საბავშვო ბაღის შენობა არ ჰქონდა. სასწავლო პროცესი სკოლის შენობაში მიმდინარეობდა.
ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს სოფელ კირცხშიც.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, 2013 წლიდან დღემდე, სულ 5 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა

Visited 188 times, 1 visit(s) today