სოფელ ქვემო სხვილისში გზის მშენებლობა განახლდა

20/03/2017

ახალციხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია განახლდა. ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ქვემო სხვილისის საავტომობილო გზის ორ მონაკვეთზე (740მ.) ბეტონის საფარის დაგება და სანიაღვრე არხების მოწყობა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯედიტან 180 665 ლარით ფინანსდება. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოინახულეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0