სოფელ ქვემო ქედში, ახალი მინი სპორტული მოედანი და ბავშვთა გასართობი სივრცე მოეწყო

11/04/2023

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედში, ახალი მინი სპორტული მოედანი და ბავშვთა გასართობი სივრცე მოეწყო. კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ნუგზარ პაპიაშვილმა სოფელ ქვემო ქედში, ახალი სპორტული მოედანი მოინახულეს და ადგილობრივ ახალგაზრდებს საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცეს. სპორტული მოედნისა და ბავშვთა გასართობი მოედნის მოწყობის სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროქტების ფონდიდან დაფინანსდა და მისმა ჯამურმა ღირებულებამ 116 761 ლარი შეადგინა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0