სოფელ ქვილიშორში სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდა

22/02/2017

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა და მოადგილემ გენადი ბალანჩივაძემ სოფელ ქვილიშორში სასმელი წყლის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერეს. პროექტი, რომელიც 2016 წლის რეგიონული განვითარების ფონდიდან 350 ათასი ლარით დაფინანსდა, ცენტრალური მაგისტრალის, მილების ქსელის მოწყობას და მრიცხველების დამონტაჟებას ითვალისწინებდა, სამუშაოების დაწყებამდე წყლის საკმარისი დებეტის გათვალისწინებით, აუცილებელი გახდა ცვლილებების შეტანა, რომელთა მიხედვით გაიზარდა დაქსელვის არეალი და მოგვარდა წლების განმავლობაში უწყლოდ დარჩენილი 160 ოჯახისთვის სასმელი წყლის მოწოდების პრობლემა. – ,,2016 წლის განმავლობაში წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რაც მთავარია შესრულდა ხალხისთვის მიცემული პირობა, მიხარია, რომ სოფელ ქვილიშორის მოსახლეობა უახლოს დღეებში სასმელ წყალს მიიღებს”- განაცხადა მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა. დღესვე ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები სოფელ ხომულში იმყოფებოდნენ, სადაც აღდგენილია გასულ წელს დაზიანებული ხიდი, სამუშაოებს 80 ათასი ლარი მოხმარდა, თანხა 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან იქნა გამოყოფილი. სოფელ ხომულში გასულ წელს განხორცილდა ცენტრალური გზის რეაბილიტაციისა და საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0