სოფელ ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოფელ ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა. როგორც იცით, პროცესი გარკვეული დროის განმავლობაში, სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო, შეჩერებული იყო, თუმცა ახლა სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და მუზეუმი ზაფხულის სეზონზე უკვე შეძლებს დამთვალიერებლებს უმასპინძლოს.
ყიფიანის სახლ-მუზეუმის აღდგენა-რეაბილტაციას მრავალმხირივი დატვირთვა აქვს და მოხარული ვარ, რომ ამ პროცესში შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციას, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად თავისი მოკრძალებული წვლილი შეაქვს. ისეთ საზოგადო მოღვაწეს, როგორიც დიმიტრი ყიფიანი იყო, ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტი დაფასება სჭირდება. გარდა ამისა, ქვიშხეთი საკურორტო ზონაა და შესაბამისად, მუზეუმების, კულტურული ძეგლებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ხელს შეუწყობს როგორც ტურისტული პროტენციალის ზრდას, ისე ადგილზე ეკონომიკის განვითარებას, რაც თავისთავად, სასიკეთოდ აისახება ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
ამ დროისთვის, ჩვენი პრიორიტეტი მიმდინარე სამუშაოების ხარისხიანად და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაა. სწორედ ამიტომ, სამხარეო ადმინისტრაცია და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები მაქსიმალურად ვართ მობილიზებულები, რომ რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობა იყოს ეფექტიანი და თითოეული მოსახლის კეთილდღეობაზე აისახოს პროექტების განხორციელებით მიღებული შედეგი.

Visited 206 times, 1 visit(s) today