სოფელ ღარში გზისა და ხიდების მშენებლობა დასრულდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში შიდა სასოფლო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, რომლის ფარგლებშიც არსებულ გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარი და სანიაღვრე სისტემა მოეწყო. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 687 177 ლარი შეადგინა. დასრულებული სამუშაოები რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა ონის მუნიციპალიტეტის მერთან და მერის მოადგილესთან ერთად დაათვალიერა.
გუბერნატორმა ასევე მოინახულა ამავე სოფელში მდინარე ღარულაზე მოწყობილი ორი საფეხმავლო ხიდი, რომელთა მშენებლობა აგვისტოს ბოლოს დასრულდა და ჯამურმა სახელშეკრულებო ღირებულება 59 000 ლარი შეადგინა.
აღნიშნული პროექტები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით განხორციელდა. სოფელ ღარში შიდა გზების ასფალტირების მეორე ეტაპის დაწყება 2019 წლიდან იგეგმება.

Visited 169 times, 1 visit(s) today