სოფელ ღებში, „ჭალეების უბანზე“ სტიქიის შედეგად დაზიანებული სავალი გზის აღდგენა მიმდინარეობს

07/08/2017

ივლისის თვეში მომხდარმა სტიქიამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა სოფელ ღების ტერიტორიული ორგანოს ინფრასრუქტურას, მდინარე რიონმა დააზიანა გზის სავალი ნაწილი, წაიღო ხიდები და ადგილ „თევრეშო“-მდე მისასვლელი გზა.
უმოკლეს დროში მოხერხდა ღები-თევრეშოს შემოვლითი გზის გაყვანა, ამჟამად კი მიმდინარეობს აღნიშნული მიმართულებით სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის აღდგენა.
სოფელ ღებში, „ჭალეების უბანზე“ მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული სავალი გზის აღდგენა, მდინარე რიონის კალაპოტის ფორმირება და ნაპირდამცავი გაბიონის მოწყობა.
სოფელ გონაში მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის რეაბილიტაცია და მდინარე ჩვეშურზე ახალი ხიდის მშენებლობა. სამუშაოები ადგილზე მოინახულა ონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი ლობჯანიძემ და მოადგილემ ალექსანდრე ჯაფარიძემ

Tweet about this on TwitterShare on Facebook0