სოფელ ყვიბისში საკანალიზაციო ქსელის მოწყობა მიმდინარეობს

01/05/2017

სოფელ ყვიბისის ორ უბანში საკანალიზაციო ქსელის მოწყობის მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები 732მ სიგრძის მონაკვეთზეა გათვალისწინებული. პროექტის მიხედვით ტერიტორიაზე მოეწყობა გოფრირებული მილები და საკანალიზაციო ჭები.
აღნიშნულ უბნებში საკანალიზაციო ქსელი არასოდეს ყოფილა. სამუშაოების დასრულების შემდეგ ახალი ქსელით 100 მეტი ოჯახი ისარგებლებს.
აღსანიშნავია, რომ პარალელურად სამუშაოები მიმდინარეობს ქალაქ ბორჯომში, სადაც საკანალიზაციო მაგისტრალს რეაბილიტაცია უტარდება აღმაშენებლის, ვეფხვაძის და ზეინკლიშვილის ქუჩებზე, ასევე არდაგნის დასახლებაში და ყოფილი სანატორიუმი „ლიკანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე.
პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 103 510 ლარით ფინანსდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0