სოფელ შრომაში ღვარცოფის შესაკავებელი გაბიონი და სანიაღვრე არხები ეწყობა

29/07/2016

სოფელ შრომაში კავკასიონის ქუჩაზე ღვარცოფის შესაკავებელი გაბიონი მოეწყო, რომელიც მოსახლეობას შესაძლო ღვარცობისგან დაიცავს. ძლიერი წვიმების დროს მთიდან მოვარდნილი უხვი ნალექით და ჩამოტანილი ქვა-ღორღით, ხშირად ზიანდება კავკასიონის ქუჩის მცხოვრებლები. მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებთან ერთად სისტემატურად ეტბორებათ ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები, ზიანდება გზის სავალი ნაწილი. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად გამოყოფილია 125 610 ლარი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0