სოფელ შუშანეთში გზის დაბეტონება აქტიურად მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭარის პროგრამის“ ფარგლებში გზების დაბეტონება მიმდინარეობს. დღეს შიდა სასოფლო გზები მოსწესრიგების პროცესს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი სოფელ შუშანეთში გაეცნო. გზის დაბეტონების სამუშაოებში ადგილობრივებს ნადიმ ვარშანიძე დაეხმარა.
„სოფლის მხარდაჭარის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს შპს „იმპულსი და ინდივიდი“აწარმოებს. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები 2016 წლის 20 ოქტომრამდე უნდა შეასრულოს.
პროექტის ღირებულება 1 401 335 ( მილიონ ოთხასერთიათას სამასოცდათხუთმეტი) ლარია. „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის 64-ვე სოფელში ადგილობრივების უმრავლესობის გადაწყვეტილებით უნდა მოწესრიგდეს.

Visited 250 times, 1 visit(s) today