სოფელ ჩაისუბანში ტრადიციულ დღესასწაულს – „ჩაისუბნობა“ აღინიშნა

30/10/2017

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სოფელ ჩაისუბანში ტრადიციულ დღესასწაულს – „ჩაისუბნობა“ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო. ზურაბ პატარაძემ ადგილობრივ მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა და ამ დღისადმი მიძღვნილ კონცერტს დაესწრო. კონცერტში ჩაისუბნის კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული, ვოკალურ-ქორეოგრაფიული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ. მოეწყო ხელნაკეთი ნივთებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა. დაჯილდოვდნენ ღვაწლმოსილი პედაგოგები.
„ჩაისუბნობა“ როგორც სახალხო ზეიმი წელს მესამედ აღინიშნა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0