სოფელ ჩირიკის გზის რეაბილიტაცია დასრულდა

01/05/2019

ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩირიკში დასრულდა მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც აწარმოებდა შპს “არქ ბილდინგი”. დაზიანებული გზის ამ მონაკვეთზე არსებული ტრანსპორტით გადაადგილების პრობლემა ამჟამად აღმოფხვრილია. სამუშაოები ადგილზე მოინახულა მერის წარმომადგენელმა ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში – თინა წიკლაურმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0