სოფელ ჩორჩანაში რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის თანადაფინანსებით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხაშურის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანაში რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის თანადაფინანსებით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოები ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მიხეილ ჯანაშვილმა დაათვალიერეს. ჯამში, დაგეგმილია 4,5 გრძივი მეტრი გზის რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები. პროექტი, რომლის ღირებულებაც 869 448 ლარია, მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება და ადგილობრივები მკვეთრად გაუმჯობესებული საგზაო ინფრასტრუქტურით სარგებლობას შეძლებენ.

Visited 25 times, 1 visit(s) today