სოფელ ცემში სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

06/09/2017

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ცემში სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ტერიტორია უკვე შემოიღობა, ამჟამად კი მისი სამღებრო სამუშაოები ხორციელდება. პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე მოეწყობა სათამაშო ადგილები კაუჩუკის ფილებითა და შესაბამისი ატრაქტიონებით, განთავსდება ფანჩატურები, ასევე სკამები, მაგიდები სასმელი წყლის ფანტანი, გარე განათების ლამპიონები და ნაგვის ურნები. სკვერი სოფელი ცემის ცენტრში მდებარეობს. წლების მასძილზე ტერიტორია მოუწესრიგებელი იყო, რაც როგორც ადგილობრივების ასევე დამსვენებლის უკმაყოფილებას იწვევდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობა და კურორტის სტუმრები სუფთა და მოწესრიგებული გარემოთი ისარგებლებენ. პროექტი 53 600 ლარით ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0