სოფელ ცხამში საბავშვო ბაღი გაიხსნა. გახსნის საზეიმო ცერემონიალს საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი მალხაზ ბაზაძე, მისი მოადგილეები ელგიზ ქიმაძე და ოთარ ომიაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ნადირაძე და გაერთიანებული საბავშვო ბაღების ხელმძღვანელობა ესწრებოდნენ. მალხაზ ბაზაძემ ბაღი აღსაზრდელებთან ერთად გახსნა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი ბაღის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების მონიტორინგში აქტიურად იყო ჩართული; სწორედ მისი ინიციატივით 2016 წელს დაიწყო აღნიშნული საბავშვო ბაღის მშენებლობა. აღსანიშნავია, რომ სოფელ ცხამში აქამდე არასდროს არ ყოფილა საბავშვო ბაღი. ამ დროისთვის დაწესებულებაში 19 აღსაზრდელი ირიცხება.
საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები ინდ. მეწარმე “თამაზი დეკანოიძე”-მ სახელშეკრულებო ღირებულებით 173 386 ლარად შეასრულა. თანხა რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყო.